
აქვე შეგახსენებთ, რომ საქმე „თიბისი ბანკის“ მიერ 2008 წელს განხორცილებულ ტრანზაქციას ეხება. 10 წლის შემდეგ ეს ტრანზაქცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა კომპანიებმა „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან", სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ დოლარამდე სესხი მიიღეს. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, ეს სესხები დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, კომპანიების მიერ სესხის თანხის გადახდის გარეშე, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ ჩანაცვლდა. „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და ეს სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.
პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით დღეს ბრალს წარუდგენენ camera iphone 8 plus apk | |
1 Likes | 1 Dislikes |
18 views views | 3.88K followers |
Education | Upload TimePublished on 24 Jul 2019 |
Không có nhận xét nào:
Đăng nhận xét